saqarTvelos mRvimeebi - noRis mRvime
მღვიმე ოდიშის ვაკეზე, მდინარე შების (ცივის მარცხენა შენაკადი) სათავეებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნოღის მიდამოებში, ზღვის დონიდან 310 მ. გამომუშავებულია კონგლომერატებში. შესასვლელის სიმაღლე 1,5 მ. სიგანე 4 მ. შესასვლელიდან 150 მ-ში. მღვიმე ორად იყოფა. გამოკვლეული მონაკვეთის სიგრძე 200 მ. მღვიმეში მიედინება წყლის ნაკადი, რომელიც გამოსასვლელთან ხვრელში იკარგება.